logo
ENG



არასდროს მქონია „ესპერსონასთან" კავშირი - ნონა ყანდიაშვილი

06 მაი 202014:51
3 წუთის საკითხავი
 

კოკა ყანდიაშვილის ცოლი, ნონა ყანდიაშვილი „ესპერსონასთან“ კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ წაიშალა მისი ანგარიში სოციალური ქსელიდან.

როგორც ნონა ყანდიაშვილმა განმარტა, მის ფეისბუქს არასდროს ჰქონია რაიმე კავშირი „ესპერსონასთან“.

„ვერ დავაკავშირე ვერაფერთან, არასდროს მქონია „ესპერსონასთან" კავშირი. ვინც მიცნობს და ჩემს ფეისბუქში ოდესმე იყო, იცის ეს ძალიან კარგად. არ ვიცი, რატომ გაუქმდა - ფეისბუქს თუ დაუკავშირდებით, თქვენ ჰკითხეთ", - ამბობს ნონა ყანდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფეისბუქის ადმინისტრაციამ „ესპერსონასთან“ დაკავშირებული 790 ყალბი ანგარიში წაშალა - მათ შორის, კოკა ყანდიაშვილისა და მისი ცოლის პირადი გვერდები.

 


close დახურვა